პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ ს უკანასკნელ საკონსულოს დახურავს

პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ ს უკანასკნელ საკონსულოს დახურავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს ცნობით, მთავრობა ქალაქ გდანსკში მოქმედი რუსეთის საკონსულოს მუშაობის ნებართვას „უახლოეს რამდენიმე დღეში“ გააუქმებს.
ასევე, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიური არ იქნება.
„ეს სახელმწიფო ტერორიზმია, რომლის მიზანი მსხვერპლის გამოწვევა იყო“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, წარსულში მოწყობილი დივერსიული აქტების გამო პოლონეთმა ქალაქ პოზნანში მდებარე რუსეთის საკონსულო 2024 წელს დახურა, ხოლო რუსეთის მეორე საკონსულოს მუშაობის ნებართვა 2025 წლის მაისში გააუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ