პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები შეწყვიტოს.
“ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები”, – ნათქვამია განცხადებაში.
We express our deep disappointment with the Georgian Parliament’s adoption of the law on “transparency of foreign influence”, which distances Georgia from the European Union .
We call on the authorities to stop the repression of NGOs and independent media.— Ministry of Foreign Affairs