პოლონეთის პრემიერმა რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებას საბოტაჟის აქტი უწოდა

ოლონეთის პრემიერ-მინისტრმა რკინიგზაზე მომხდარი აფეთქება ქვეყნისა და პოლონელი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ უპრეცედენტო საბოტაჟის აქტად შეაფასა. დონალდ ტუსკის განცხადებით, აფეთქებით, უკრაინის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტი დაზიანდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემიან.

16 ნოემბერს, საღამოს, მატარებელს, რომლის ბორტზეც 475 მგზავრი იმყოფებოდა, ვარშავა-ლუბლინის ხაზზე მკვეთრად მოუწია დამუხრუჭება, ლიანდაგის დაზიანების გამო. მანამდე ამავე მარშრუტზე აფეთქების შედეგად ლიანდაგის ნაწილი განადგურდა.

ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სხდომას მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა