პოლონეთის პრემიერის თქმით, უკრაინასთან სასაზღვრო პუნქტები გაიხსნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ უკრაინის საზღვრებთან არსებული გამშვები პუნქტები, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების მონაკვეთები, შეტანილ იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნუსხაში. მისი თქმით, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ტრანსპორტი ში შეუფერხებლად შევა.
პოლონელი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ასევე ფერმერები, შარშანდელი წლის ბოლოს მერე საპროტესტო აქციებს აწყობენ უკრაინის საზღვართან და სხვათა შორის, ბლოკავენ სატრანსპორტო მიმოსვლას. ფერმერები პროტესტს გამოთქვამენ უკრაინიდან სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის შეტანის მიმართ და აცხადებენ, რომ იმპორტი მათ გააკოტრებს.
20 თებერვალს ფერმერებმა წამოიწყეს ახალი აქცია და მთლიანად გადაკეტეს სასაზღვრო პუნქტები, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.
22 თებერვალს ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხები და პოლონელი ფერმერების და ბაზრის დაცვის თემები ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული.
წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვარშავას შესთავაზა ორმხრივი შეხვედრა საზღვართან, თვით პრეზიდენტების დონეზეც კი, გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო. ტუსკმა ზელენკის წინადადება უარყო და თქვა, რომ საზღვარზე შეხვედრა სიმბოლური ხასიათისა იქნებოდა. სამთავრობო შეხვედრა, მისი თქმით, გაიმართება ვარშავაში 28 თებერვალს.