პოლონეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი გამარჯვების შესახებ აცხადებს

ეგზიტპოლის ბოლო შედეგებით, რომლებიც გვიან ღამით გამოქვეყნდა, კანდიდატმა ოპოზიციური პარტიიდან „კანონი და სამართალი“, მემარჯვენე-კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაუსწრო მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის, ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის.
ეგზიტპოლის ბოლო შედეგებით, ნავროცკის ხმების 51% აქვს, ხოლო ტშასკოვსკის – 49%. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი შედეგები საპირისპირო სურათს აჩვენებდა. ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება 2%-ია.
პოლონეთში საპრეზიდენტო ს მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა.
ოპოზიციის კანდიდატი კაროლ ნავროცკი სკეპტიკურადაა განწყობილი ბრიუსელის მიმართ და ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად მიღებას და ნატოში უკრაინის მიწვევას. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ნავროცკი პოლონეთის პრეზიდენტი გახდება, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ევროკავშირში ურთიერთობების დაძაბვას, არამედ შიდაპოლიტიკურ კრიზისსაც ლიბერალურ მთავრობასა და კონსერვატორ პრეზიდენტს შორის.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
ფორუმი