პოლონეთის პრეზიდენტი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, 10 სექტემბრის ღამეს, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა „მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო“.
„რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს პირდაპირ მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო. ეს ისეთი თავდასხმაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რაზეა წამსვლელი “, – განაცხადა ნავროცკიმ.
მისი თქმით, „სავარაუდოდ, ნატო-ს ტერიტორიაზე მსგავსი თავდასხმები აღარ მოხდება, თუმცა ალიანსი მზად უნდა იყოს“.
„ნატო კიდევ უფრო უკეთ მომზადებული იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ. მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ამით შეგვიძლია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი