პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნაადრევია

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნაადრევია
პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ომის გამო უნდა გადაიდოს, ხოლო კიევის გაწევრიანება ევროკავშირში არის ნაადრევი.
მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატოში ვერ გაწევრიანდება.
„იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც იომებენ, ამიტომ ეს დისკუსია უნდა გადაიდოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
ხოლო რაც შეეხება ევროპის კავშირს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა, საჭირო იყო მრავალი დეტალის გათვალისწინება.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მომავალში ლათინური, ან, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი დისკუსია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის ნაადრევი“, – თქვა ნავროცკიმ.
Previous: „ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს