პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთს თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სამუშაო ვიზიტით ში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კოსინიაკ-კამიში კიევში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს შეხვდება. შეხვედრის დროს მხარეები სამხედრო თანამშრომლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.