პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტი არ შემცირდება

მივიღეთ დასტური, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტი არ შემცირდება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში წერს.
“ომის მდივან პიტ ჰეგსეტთან ჩემი წინა საუბრებიდან და მინისტრის მოადგილე, პაველ ზალევსკისთან და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურ, ვიელსავ კუკულასთან დღევანდელი საუბრებიდან მივიღეთ დასტური, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტის შემცირება არ მოხდება. პოლონეთისა და -ის ალიანსი ძლიერია და კონკრეტული ქმედებები მოაქვს უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, – წერს კოსინიაკ-კამიში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები