ნატო-ს ახლა 300 000 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც მზადყოფნაში არიან, რომ ომის დაწყების შემთხვევაში პოლონეთში გადაინაცვლონ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა კაროლ დიმანოვსკიმ განაცხადა.
„ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში დიდი ხანია იმყოფებიან – მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია. გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები ასევე გვიჭერენ მხარს სხვა სფეროებში: ჰაერში, ზღვაში, კოსმოსსა და კიბერუსაფრთხოებაში“, – განაცხადა პოლონეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდოს, მან თქვა, რომ ეს რეალური სცენარია.
„აქამდე ნატო-ს შტაბ-ბინაში 40 000 ჯარისკაცი იყო, ახლა კი 300 000-ია“, – განაცხადა დიმანოვსკიმ და დასძინა, რომ ნატო-ს ჯარისკაცები იმ ქვეყანაში, რომელიც საფრთხის ქვეშაა, ომის დაწყებამდეც ჩავლენ.
მისი თქმით, აგრესიაზე ადეკვატური რეაგირების სხვადასხვა მზა სცენარი არსებობს.