პოლონეთის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს ს სადაზვერვო თვითმფრინავი

პოლონეთის Mig-29-ის ტიპის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს ს Il-20-ის ტიპის სადაზვევო თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ბალტიის ზღვის თავზე მიფრინავდა. ამ კვირის განმავლობაში ეს არის მეორე ასეთი შემთხვევა.
გადატაცებისას, ღამით, რუსეთის მხრიდან ზე მასშტაბური დარტყმები მიმდინარეობდა – იუწყება “პოლონეთის რადიო”. პოლონეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემები, ჰაერში იყო პოლონეთისა და ნატოს გამანადგურებლები.
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ რუსეთის თვითმფრინავი არ შესულა პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
ასეთივე თვითმფრინავი პოლონეთის არმიამ სამშაბათსაც გადაიტაცა, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა