„პოლონეთის ბაზარზე HoReCa სექტორის მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“ – ლევან მეხუზლა

პოლონეთის ბაზარზე HoReCa სექტორის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას ვაპირებთ, რათა ქართული ღვინის ფასმა აიწიოს და ასევე, ლოიალური მომხმარებელი გაგვიჩნდეს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ფასი საშუალოდ 1 ლიტრზე 3 დოლარია, რადგან სრულად სუპერმარკეტების ქსელებში იყიდება.
ლევან მეხუზლას ცნობით, 2025 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო ტრადიციულ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, აქტიურ მუშაობას გეგმავს.
“სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ შემოსავლის მესამედი სწორედ იმ ბაზრებიდან მოდის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ესენია: , დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.
ვფიქრობთ მოვიდა დრო, რომ უშუალოდ მომხმარებელზე ვიმუშაოთ. აქამდე ჩვენი სტრატეგია დაფუძნებული იყო სპეციალისტებზე, ღვინის მწერლებზე და ა.შ., რომლებიც ჩვენს ღვინოს პოპულარიზაციას უწევდნენ. გაზრდილი ბიუჯეტის წყალობით და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სექტორში გარკვეული ცოდნა დაგროვდა და მათ შორის, ცნობადობაც გაიზარდა – ვფიქრობთ, რომ ახლა ის მომენტია, როცა საბოლოო მომხმარებელზე უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ.
ჩვენი 2025 წლის გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა ამისა,ჩინეთის ბაზარს ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ . 2025 წლიდან ახალი კონტრაქტორი გვეყოლება, რომელიც ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას გაუწევს”, – აცხადებს ლევან მეხუზლა.