პოლონეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 15 მოქალაქე

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ საქართველოში ჩარტერული რეისით 15 მოქალაქე გამოუშვა. უწყების ცნობით, დეპორტირებულებიდან 3, საზღვრის უკანანო კვეთის გამო, საშიშროებას წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.
უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაციის ოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს.
პოლონური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ოპერაცია 2023 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა, როცა საქართველოში ქვეყნის 10 მოქალაქე დააბრუნეს.
მთავარი ფოტო: უკრაინის სასაზღვრო დაცვა

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით