პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა, – განაცხადა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა, ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.
მას ლაშა კასრაძემ ჰკითხა: ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმდენად ძლიერნი არიან, რომ მათ ქვეყნის რევოლუციის პირას მიყვანაც შეუძლიათ. თქვენ ახსენეთ NGO სექტორი და ამერიკის დაზვერვა. ორგანიზაცია NED, არ მახსოვს ამ ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის სახელი, არც მახსოვს ეს პირი კიდევ NED – ში საქმიანობს თუ არა, მაგრამ მან საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა იყო ბოლო ჯილდო. მე ზუსტ ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ ეს არის მათი მიდგომა, მათი ფილოსოფია, სწორედ ეს არის დემოკრატიის წახალისების სახელით ამ მოძრაობის ცენტრალური ბლოკი. მსურს ხაზი გავუსვა რომ მაგალითად საქართველოში არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. საქართველოს მუდამ სურდა ყოფილიყო დასავლეთის, ევროპისა და ნატოს ნაწილი. საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური კაპიტალის თვალსაზრისით თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობა იყო. ამ კაპიტალის გამოყენების მაგიერ, დასავლეთმა ჩემი აზრით, არასწორი გზა არჩი. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო? მოვიშველიებ გეოპოლიტიკას, როგორი უნდა იყოს საქართველოს რეგიონული პოლიტიკა თუ გავითვალისწინებთ რა სამეზობლო ჰყავს საქართველოს – რუსეთი ჩრდილოეთით და გარშემო თურქეთი და ირანი. საქართველომ შეძლო ყველა ამ სახელმწიფოსთან ბალანსისა და საერთო ენის პოვნა. უნდა ვახსენოთ აზერბაიჯანიც, რადგან რეგიონის დამოუკიდებელი განვითარების მოწმენი ვართ.
პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონის თქმით, ვაშინგტონი საქართველოში უარყოფით მანიპულაციებს გააგრძელებს იქამდე სანამ ამას ტრამპის ადმინისტრაცია არ შეცვლის.
„კი ბატონო, ის რაც ამერიკამ ჩაიდინა გახლავთ საქართველოს შებოჭვა. ვაშინგტონი ამას გააგრძელებს მანამ სანამ ტრამპი გადაწყვეტს ან სანამ ტულსი გაბარდი, თუ ვინც არ უნდა იყოს, დაარწმუნებს ტრამპს რომ ეს არ ღირს. საქართველომ ეს უნდა გაითვალისწინოს. როგორც თქვენ თქვით, ხმელთაშუა ზღვიდან ჩინეთამდე რეგიონი გამოცოცხლდა, 3 ათასი წლის განმავლობაში ეს მსოფლიოს დომინანტი რეგიონი იყო. გვაქვს ურთიერთგაგების ენა რეგიონის უდიდეს ნაწილში, ეს კი ვაჭრობას ამარტივებს. მაგალითად კასპიის ზღვის ფსკერზე 100 წლის ოდენობის მარაგებია მეთანის, მისი გამოყენება ღირს თუ არა – სხვა საქმეა, მაგრამ ამ რესურსით შესაძლებელია რუსეთისა და ჩინეთის დაფინანსება ერთად. ეს გახლავთ დედამიწის დინამიური რეგიონი, თქვენ კი ამის ნაწილი ხართ და არ მისცეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმპერიას რომ ეს შესაძლებლობა წაგართვან. როდესაც ვხედავთ რომ იმპერია უკრაინაში რუსეთის სისხლისგან დაცლას ცდილობს, თქვენ ამ ძალებს შორის ბალანსი უნდა დაიცვათ. წინ ახალი მსოფლიო მოდის, თანამშრომლობისა და კოლაბორაციის მსოფლიო. თქვენ შესანიშნავ ადგილას ხართ და შესანიშნავი ცივილიზაციის პატრონი ხართ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა.
თავის მხრივ ლაშა კასრაძემ აღნიშნა, რომ ის რაზეც პოლკოვნიკი საუბრობს, ზუსტად ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას. „დეტალური აღწერა რომელიც თქვენგან მოვისმინეთ, ზუსტად ასახავს რეგიონის და რეგიონში საქართველოს როლს. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოყენების მცდელობა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთი არ მოსწონს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო. სამხრეთ კავკასიის რუსეთის დასუსტებისთვის გამოყენება შეცდომა იყო. ამან არც ახლა იმუშავა და არასოდეს უმუშავია ისტორიულად. ვნახოთ რა იქნება მაგრამ მიმაჩნია რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენს თვალწინ უბრუნდება გეოპოლიტიკის კლაისკურ პრინციპებს“.