პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: ნატოს გაფართოება ტრაგიკული შეცდომა იყო, ჩვენი რეპუტაცია საერთოდ გამქრალია

ნატოს გაფართოება ტრაგიკული შეცდომა იყო. თავდაპირველად ნატოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით უნდა შეერთებოდა, შემდეგ კი ალიანსის სრულფასოვნად წევრად. ახლა კი სად ვართ. ძალიან შორს, ევროპისა და ჩვენი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე, – განაცხადა -ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.
ლაშა კასრაძემ მას ჰკითხა: თქვენს რამდენიმე სტატიას წავაწყდი, მათ შორის თუ არ მეშლება ერთ-ერთი გამოცემაში, სათაურით, „იაპონია წინ“. ეს შედარებით ძველი მასალაა, რამდენიმე წლის წინანდელი და ამ სტატიაში თქვენ აცხადებდით რომ ნატოს გაფართოება დიდი შეცდომა იყო. საუბარი ეხება კლინტონის ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ პოლიტიკას კრემლის მიმართ 90 – იან წლებში. თქვენ ასევე საუბრობთ ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც… ამ დროს არ შეიძლება არ ვახსენოთ 2008 წლის ტრაგედია საქართველოში როდესაც რუსეთი ქვეყანაში სწორედ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზით შეიჭრა. თუ შეიძლება გვითხრათ რამდენიმე სიტყვა თქვენს შეხედულებები ნატოს გაფართოების დეტალებზე და მის ფორმაზე.
პოლკოვნიკ ლოურენს უილკერსონის თქმით, ის რჩება იმ აზრზე, რომ ნატოს გაფართოება დიდი შეცდომა იყო და მან აშშ-ს იმიჯი დააზიანა.
„დიახ, მე მოსაზრება არ შემიცვლია, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი ჩემს მოსაზრებაში. თქვენი ნებართვით მსურს დავიმოწმო სამი ადამიანი ვისაც მე უდიდეს პატივს ვცემდი. ესენია: ჰენრი კისინჯერი, ჯორჯ კენანი და ბრენტ სკოუკროფტი . კენანი 99 წლის იყო როდესაც, სამივე ეს პირი 2004 წელს კოლინ პაუელთან სასაუბროდ შეიკრიბა სახელმწიფო დეპარტამენტში. სამივე მათგანმა განაცხადა – მართალია სხვადასხვა ფორმით, რომ, ამერიკის იმპერიის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა 21 – ე საუკუნეში, ნატოს გაფართოება გახლდათ. სამიდან ორი კი აცხადებდა, რომ 2003 წლის ერაყის ომი რიგით მეორე საბედისწერო შეცდომა გახლდათ. მე მათ ვეთანხმები, ჩემი აზრით ბილ კლინტონმა ძალიან ცუდი სამსახური გაუწია სამშობლოს სამხედრო კონტრტაქტების ხარჯზე. მან კონგრესში საგანგებო კომიტეტი შექმნა სამხედრო კონტრაქტორების მონაწილეობით. მათ შორის იყო კომპანია „ლოკჰიდმარტინის (lockheed martin) “, რომელმაც თავისთავად რეკომენდაცია გაუწია მაგალითად ვარშავისთვის F – 16 – ების მიყიდვას. მე აზრი არ შემიცვლია – ნატოს გაფართოება ტრაგიკული შეცდომა იყო. სწორედ ასე აორთქლდა ის ეიფორია, რომელიც სუფევდა მაშინ როდესაც შევარდნაძემ, ბეიკერმა, გორბაჩოვმა, კოლმა, მიტერანმა და სხვა მსხვილ სახელმწიფოთა ლიდერებმა შეძლეს თანამშრომლობა როგორც ათასობით ბირთვული ქობინის განადგურებისთვის, ასევე, ევროპაში საზრიანი მშვიდობისთვის, რომელიც რუსეთსაც მოიაზრებდა. თავდაპირველად რუსეთი ნატოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით უნდა შეერთებოდა, შემდეგ კი ალიანსის სრულფასოვნად წევრად. ახლა კი მიმოიხედეთ, სად ვართ. ძალიან შორს, და ევროპისა და ჩვენი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე. დაუმატეთ ამას ღაზაში მიმდინარე მოვლენები და ვიტყოდი რომ ჩვენი რეპუტაცია საერთოდ გამქრალია“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა.
ლაშა კასრაძე ასევე დაინტერესდა შემდეგი საკითხით: თქვენს მიერ ნახსენები ეს დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკითხები ფონად გასდევს მოვლენებს, მაგრამ თქვენსავით მამაცი პირი თუ ბედავს დღევანდელ დღეს, საჯაროდ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარს. როდესაც ვახსენე რომ ეს საკითხები ფონად გასდევს მოვლენებს, დავამატებდი, რომ ხდებოდა ამ საკითხების მიზანმიმართულად ნეოკონსერვატიული, ნეოლიბერალური, ინტერნაციონალისტური ნარატივების მიღმა დამალვა. ამ ნარატივის მსხვერპლად იქცა საქართველოც. თუ ჩვენ გავაანალიზებთ იმ მოვლენებს რომლებიც ფონად გასდევდა ვითარებას, მივხვდებით რომ არაფერი ჯდებოდა ლოგიკურ ჩარჩოებში, არც გეოპოლიტიკურ ჩარჩოებში. საქართველო 2008 წელს ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ამ ნარატივის, შემდეგ ვიხილეთ ში მოვლენები 2014 წელს და 2022 წელს. ეს 2000 – იანი წლებიდან მოყოლებული ნაცნობი სცენარია, რომელსაც მივყავართ, დღეს უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებამდე. ასე რომ დიახ, ჯორჯ კენანისა და გნებავთ უფრო შედარებით თანამედროვე ანალიტიკოსების, მაგალითად ბილ პერის მოსაზრებებს მოვიშველიებდი, რომლის თანახმადაც რუსეთისთვის ყველაზე კაშკაშა წითელი ხაზი სწორედ ნატოს გაფართოებაა. შეიძლება ზუსტ ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას?
პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ლაშა კასრაძეს კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა: „საზღვაო ქვეითთა კოლეჯში ყოფნისას მე სემინარების ფარგლებში მქონდა ბილ პერისთან საუბრის სამი შესაძლებლობა. ერთ-ერთი სემინარისას ის რუსეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და ის მოსკოვთან ურთიერთობების დინამიკით ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ბილ პერის კოლინ პაუელის მსგავსად ფიქრობდა, რომ ახალი მსოფლიო იბადებოდა და კონკრეტული ძალები ამის შეჩერებას ცდილობენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან

ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია

შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ

ნინო ფოჩხუა კარლ ბილდტის განცხადებაზე: მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?