პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე: მე რომ ახლა აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს.
“მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ამ ადამიანებთან თანამოაზრეობა მაკავშირებს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. გამიჭირდება ადამიანის პოვნა, ვისაც ჩემზე მეტი დღე აქვს გატარებული ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში.
ახლა ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. მე რომ ახლა აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო. ტყვეობა რამდენ ხანს მოგვიწევს, მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა ბერიძემ სასამართლოში.
პროკურატურა ყოფილ სამხედრო მოხელეს ედავება სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: და რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის მმართველი ამბობს: “ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ!”? ეს პოლიტიკური განცხადებაა? ეს პოლიტიკოსის განცხადებაა? ეს მმართველის განცხადებაა?

გია ვოლსკი – ელჩების საქციელი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გარკვეული სცენარით, რომელიც ევროპის მიღმა მასშტაბური დაპირისპირებების განვითარებას და კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ რუსული აგრესიის განვითარებას გულისხმობს