როგორ მოიპარეს ბოლნისს პოლიციის სეიფიდან, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების დროს ამოღებული და დალუქული ოქროს ნივთები.
ბოლნისის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ნიკოლოზ მიშელაძე ხელმძღვანელობს, სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დაიკარგა პოლიციის განყოფილებიდან ოქროს ნაკეთობები. “შაბათის ეთერს” მოქმედი პოლიციელის გარემოცვა უყვება, რომ ძვირადღირებული სამკაული სამმართველოს უფროსის სეიფში ინახებოდა.
ბინების ძარცვის დროს, როდესაც პოლიცია ნაქურდალ ოქროს, ბრილიანტს ან სხვა ძვირფასი ლითონის ნივთებს პოულობს მას გამოძიების დასრულებამდე ლუქვას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, ნივთები მეპატრონეებს იმ მოტივით არ დაუბრუნეს, რომ ჯერ გამოძიებისთვის იყო საჭირო. ახლა კი ოქრო პოლიციის შენობიდან დაიკარგა. ფაქტზე მოკვლევა რუსთავის სამხარეო პროკურატურამ დაიწყო.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, პოლიციაც ქურდებმა გაძარცვეს და ნივთმტკიცებები მოიპარეს თუ ოქრო სახლში თავად პოლიციელებმა წაიღეს.
პოლიციის შენობიდან გამქრალი ნივთმტკიცებულებების და დ”შაბათის ეთერს” წყარო ეუბნება, რომ პასუხისმგებელი პირი, პირიქით დააწინაურეს.




