პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი პირი “შეუძლოდ გახდა” და საავადმყოფოში გარდაიცვალა

გარდაიცვალა 38 წლის კაცი, რომელიც პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცი გლდანის პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა რის შემდეგაც ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
რა მოხდა -ს თანახმად?
პოლიციის თანახმად თბილისის ერთ-ერთ რესტორანში რამდენიმე მოქეიფემ იჩხუბა. კონფლიქტი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა. ჩხუბი 2-2 მიმდინარეობდა. ერთმა პირმა ორი მოწინააღმდეგე ცივი იარაღი დაჭრა. სხვებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პოლიციამ ჩხუბში მონაწილე პირები გლდანის განყოფილებაში მიიყვანა, სადაც ერთ-ერთი მათგანი, 1987 წელს დაბადებული პირი (ა.ყ), ის ვისაც ჩხუბში დანის გამოყენება ედებოდა ბრალად, ცუდად გახდა და ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ჩხუბში მონაწილე 3 პირს ბრალის წაუყენეს ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე და ისინი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
“ოცნების” შს მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობს გარდაცვალების ფაქტზე.
ამ ამბავზე ინფორმაცია თავდაპირველად მ გაავრცელა 2 დღის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს ინფორმაცია არ მიაწოდეს.
ელისო კილაძე პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროებას ითხოვს.