პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ – დაღუპულია 1 ადამიანი

ფოტო: ქართლის ამბები
გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთმანეთს პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფოს მანქანას მძიმე პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, საჭირო გახდა სხვა ბრიგადის გამოძახება, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული კაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს