პოლიციელი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს, გაითავისეთ და პატივი ეცით ამ მოცემულობას. კანონის მოთხოვნებთან ყველა თანასწორია, კაციც და ქალიც

პოლიციელი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს, გაითავისეთ და პატივი ეცით ამ მოცემულობას. კანონის მოთხოვნებთან ყველა თანასწორია, კაციც და ქალიც
“ხალხის ძალის” წევრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აღნიშნავს, რომ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რის შემდეგაც ის დააკავეს.
მისი თქმით, პოლიციელი გმირია და ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არავის შერჩება სახელმწიფოსთან და საპოლიციო ძალებთან უკანონო თამაში.
“თქვენ ხედავთ კადრს თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რის შემდეგაც ის დააკავეს. პოლიციელი გმირია და ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს! გაითავისეთ ეს და პატივი ეცით ამ მოცემულობას! არავის შერჩება სახელმწიფოსთან და საპოლიციო ძალებთან უკანონო თამაში. კანონის მოთხოვნებთან ყველა თანასწორია, კაციცა და ქალიც!”- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო