პოლიციელი ბექა წოწკოლაური – პოლიციელმა თედო აბრამოვის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ლურჯ „იზოლენტში“ იყო გახვეული – პოლიციელს უნდა გადაეღო ვიდეო, მაგრამ აბრამოვმა წინააღმდეგობა გაგვიწია და ვერ მოხერხდა

გიორგი თევდორაშვილმა [პოლიციელი] [თედო აბრამოვის] მარჯვენა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ლურჯ „იზოლენტში“ იყო გახვეული, შემდეგ დაილუქა, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესზე პოლიციელმა ბექა წოწკოლაურმა განაცხადა.
ის იმ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა, რა დროსაც აბრამოვის დაკავება მოხდა. როგორც მან განმარტა, მათ გაუგზავნეს თედო აბრამოვის სურათი, რომ მას შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებები ჰქონოდა.
„დაიბნა, წასვლა უნდოდა, ამის საშუალება არ მივეცით. განვუმარტეთ, რომ ჩხრეკას განვახორციელებდით და თუკი, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, გავუშვებდით.
გიორგი თევდორაშვილმა [პოლიციელი] მარჯვენა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ლურჯ „იზოლენტში“ იყო გახვეული, დაილუქა.
გიორგი თევდორაშვილს უნდა გადაეღო[ვიდეო], მაგრამ წინააღმდეგობა გაგვიწია და ვერ მოხერხდა. გიორგიმ ამოიღო ტელეფონი, მაგრამ წინააღმდეგობის გამო ისევ ჯიბეში ჩაიდო, რომ პიროვნება ან არ გაქცეულიყო, ან ნივთმტკიცება არ გაენადგურებინა”,- განაცხადა პოლიციელმა.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ