პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი

გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ “ბათუმელების” დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში!
აი ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.
მისივე თქმით, ალბათ მზია ამაღლობელიც შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი “გმირების” სიას. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია და თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი.
“გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ “ბათუმელების” დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში!
აი ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა. ეს ქალიც ალბათ შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი “გმირების” სიას.
ახლა კი მარტივი კითხვა: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში