პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს – კახა კალაძე

თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.
კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
„დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო! თქვენ ხართ
ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა
და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა.
პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?