დააკავეს კაცი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1980 წელსაა დაბადებული და წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევია. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ 2021 წელს კაცის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი მშობელზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა”, – აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




