პოლიციელები ახალგაზრდა ბიჭს ეძახდნენ “პრინცესას”, რომ თითქოს დაემცირებინათ – ადვოკატი თვალჭრელიძეზე დაკავებულებზე

24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პარალელურად დაკავებული მოქალაქეების ნაწილს დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატების ინფორმაციით, რომლებმაც ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოინახულეს, პოლიციელები მათ შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ.
“რამდენიმე ადამიანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მაგალითად, ერთ-ერთმა დაკავებულმა მომიყვა, რომ ის წაიქცა და შემდეგ, როდესაც გადაწყვიტეს მისი დაკავება, თმით ათრიეს, სანამ მიიყვანდნენ მიკროავტობუსამდე. ეს ადამიანი არის ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი. როცა მიჰყავდათ, ფერდებშიც კი დაარტყეს რამდენჯერმე. ასევე, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ, თავი მიარტყმევინეს მანქანაზე და ამის შემდეგ, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, იმდენად ცუდად იყო.
[…] ასევე, ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც არის მებრძოლი, რომელიც არის სოლიდარული იმ ადამიანების, რომლებიც სახლიდან უნდა გამოეყარათ, ასეთ ადამიანებს, რომ თითქოს დაემცირებინათ, ეძახდნენ “პრინცესას”, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ადვოკატი საბა სუთიძე დაკავებულებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებები მოულოდნელად დაიწყო და იქამდე პოლიციას შეკრებილებისთვის, მაგალითად, ტერიტორიის დატოვება არ მოუწოდებია.
“პოლიციამ მოულოდენლად დაიწყო მათი დაკავება. მიზეზი მათთვის უცნობი არის. საქმის მასალები ჯერ არც მას [დაკავებულს] არ უნახვს და არც მე არ მინახავს”, – ამბობს სუთუძე.
24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პარლელურად დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და ადგილობრივ მცხვრებლებს, ასევე, მათ მხარდასაჭერად მისულ აქტივისტებს შორის. ამ დღეს, ჯამში 17 ამოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევადს ედავებიან, რაც პოლიციელზე დაუმორჩილებლობას გულისმობს.
ამავე თემაზე:
· თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობას ასახლებენ

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ