პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძე, რომლის წინააღმდეგაც ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც იყო დაწყებული, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძე, რომლის წინააღმდეგაც ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც იყო დაწყებული, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავს გადაწყვეტილებით, საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საბა სხვიტარიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამი მუხლით, 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამასთან, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძეს ედავებიან, რომ ის პოლიციელს თავს დაესხა და მას თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)