პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს – ადგილზე რამდენჯერმე იყო სიტყვიერი დაპირისპირება

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, პოლიცია ამის
საშუალებას არ აძლევს.
აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.
სამართალდამცავების მოწოდებაა, აქციის მონაწილეებმა მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ.
„რუსთაველის გამზირი არის დაკეტილი, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ფეხით მიბრძანდნენ, არანაირ შეფერხებას პოლიციის მხრიდან ადგილი არ ექნება”, – განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აქციის მონაწილეებს.
ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ სწორედ ფეხით მიემართებიან.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად