პოლიცია აქციის მონაწილეებს გზიდან გადასვლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმებით ემუქრება

მარცხენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოზიციამ გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იდენტიფიცირებითა და დაჯარიმებით დაემუქრა.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ ადგილზე არ იყო მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომ საჭირო იყოს გზის გადაკეტვა. კითხვაზე, რა რაოდენობაა საჭირო იმისთვის რომ გზის გადაკეტვა დაშვებული იყოს, მემანიშვილმა განაცხადა “აქ ჩვენ ვაფასებთ ვითარებას და ჩვენ მოგიწოდებთ, პოლიცია”.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება თქვენი იდენტიფიცირება, აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდება 5000 ლარით, აქციის მონაწილეები დაჯარიმდებიან 500 ლარით. ახლა თქვენ გინდათ მოუწოდეთ და გადაიყვანეთ ეს ხალხი გზის სავალი ნაწილიდიან, თუ არა და ჩვენ ვიწყებთ ამ ხალხის იდენტიფიცირებას”, – უთხრა პოლიციის მაღალჩინოსანმა აქციის ერთ-ერთ ლიდერს.
პოლიციის მოწოდების შემდეგ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, აქციის იმ ნაწილს შეერთებოდნენ, რომლებიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არიან შეკრებილები.
თავდაპირველად, საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო. შემდეგ მოქალაქეები მსვლელობით გაემართნენ ბარათაშვილის ქუჩისკენ და სანაპირო ორივე მხრიდან გადაკეტეს. ისინი არ აღიარებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს ლეგიტიმურობას და მოითხოვენ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, სადაც თითოეული მოქალაქის ხმის ფარულობა იქნება დაცული.
აქციის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე:
· მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან, დაგეგმილია მსვლელობა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით