პოლიციას რუსეთში “ტრადიციული ღირებულებების” გაძლიერებისთვის გამოიყენებენ

ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პოლიციის უფლებამოსილებას დაემატება ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების განმტკიცება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ამოცანების შესრულება უკვე გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ გაუმკლავდება სამინისტრო ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებასა და შენარჩუნებას.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, “ტრადიციულ ღირებულებებთან შეუსაბამობა” გახდა რუსეთში მრავალი შევიწროების მიზეზი სოციალურ და კულტურულ სფეროებში – ლგბტ ადამიანებით დაწყებული, თანამედროვე მხატვრებითა და მწერლებით დამთავრებული.

რუსული ტრადიციული ღირებულებების საფრთხეებად კრემლი მიიჩნევს ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, შეერთებული შტატებისა და სხვა არამეგობრული ქვეყნების, რიგი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას.

სექტემბრის შუა რიცხვებში ს მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსებს “უცხო ღირებულებებს” ახვევენ თავს. “არამეგობრული ქვეყნების” ჩამონათვალშია 47 ქვეყანაა, მათ შორის , კანადა, და ევროპის ქვეყნების უმეტესობა, იაპონია, სამხრეთი კორეა და ავსტრალია.
სიაში არ მოხვდა საქართველო, რომლის მთავრობამაც, „ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს