პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია – თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის – შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალოვანებს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ
„ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტი შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის. თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ“
სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში უმარავი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება, რომელიც ადასტურებს რეზინის ტყვიების გამიყენებას. თუმცა, დარახველიძემ ჟურნალისტის ამ კითხვას ,,ჩამჭრელი” კითხვით უპასუხა – რა იცით, რომ სამართალდამცველები ისროდნენო(?!)…

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?