პოლიციას ,,მოლოტოვის კოქტეილები” თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც “ნაცებს” მოღალატეებს უწოდებენ, თურმე ლოთები და ნარკომანები არიან

პოლიციას ,,მოლოტოვის კოქტეილები” თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ის ახალგაზრდები: რომლებიც ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევენ და ნაცებსა და მათ შპანას მოღალატეებს უწოდებენ – თურმე არიან ლოთები და ნარკომანები ხო? – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ ოპოზიციონერ ანა წითლიძის განცხადების შეფასებას.
ლატარია ეხმიანება მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ წითლიძემ ქართველ ახალგაზრდებს, მთვრალები და ნარკოზემოქმედების ქვეშ მყოფები უწოდა და იმ ახალგაზრდებს დააბრალა რაღაცები, რომლებმაც გააპროტესტეს ის, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
მისი თქმით, არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია ისეთი მაოხრებელი, როგორიც საქართველოს ჰყავს “ნაციონალური მოძრაობის” სახით.
“პოლიციას ,,მოლოტოვის კოქტეილები” თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ის ახალგაზრდები: რომლებიც ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევენ და ნაცებსა და მათ შპანას მოღალატეებს უწოდებენ – თურმე არიან ლოთები და ნარკომანები ხო?
მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია საკუთარი ქვეყნის ისეთი მაოხრებელი , როგორც საქართველოს ჰყავს ნაცების სახით და თან ეს უტიფრები და რუსების საქმის გამკეთებლები, კიდე აქით ბედავენ და აკნინებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ევროპა და ეწინააღმდეგებიან იმ ძალას, ვინც ვინც არ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ გზას…” – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში