პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის 46-ე მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ უკვე 46-ე ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირში. პრესსამსახური დამატებით აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სხვა ადამიანების ვინაობის დასადგენად.
4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
უწყების ცნობით, დაკავებული არიან ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
· იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: , პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
· 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
· 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე. მათი ინიციალებია: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ. მოგვიანებით გაირკვა, რომ დააკავეს კიდევ ერთი დემონსტრანტი ნანა სანდერი;
· 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი. მათ შორის ერთ-ერთი ს აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძეა;
· 9 ოქტომბერს პოლიციამ კიდევ ექვსი დემონსტრანტი დააკავა, ჯამში საპატიმროში 44 ადამიანი იყო;
· 10 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში ორი ადამიანი დააკავეს.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი მ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.