პოლიციამ 10 000 დოლარის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა