პოლიციამ ხალხისთვის -ს სახელით თანხის გამოძალვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთში მოსამართლის განჩინებით ოთხი ადამიანი დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყების სახელით მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ქრთამს იღებდნენ.
-ს ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში მათ დაუკრეს ათეულობით ადამიანს და დაარწმუნეს, რომ მათი ოჯახის წევრები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდნენ და „პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა“.
„მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ“, – წერია შსს-ს გავრცელებულ ცნობაში.
აქვე აღნიშნულია, რომ დაზარალებულია 61 ადამიანი.
საქართველოს ერთი მოქალაქისა (2005 წელს დაბადებული ა.ტ.) და უცხო ქვეყნის სამი მოქალაქის (1988 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული რ.დ. და 1997 წელს ი.კ.) წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ორგანიზებულად ჩადენილი თაღლითობისთვის შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია