პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1998 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ, მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გ.თ-ს ჩვენება სრულად განსხვავდებოდა მისი წინა ჩვენებებისგან. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.თ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)