პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის
მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 1960 წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს
დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბ.დ. დააკავეს.
დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ. სხვადასხვა
დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი
ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით
მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში