პოლიციამ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამართალდამცველებმა მთელი საქართველოს მასშტაბით-თბილისსა და რეგიონებში ორი დღის განმავლობაში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.
პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშანჟილეტები.
დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას