“პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და სავარაუდოდ, განყოფილებაში წაიყვანეს. მთელს რუსთაველზე სისხლია მონთხეული” – მოქალაქე

მოქალაქე თამუნა მიქიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სცემეს და დააპატიმრეს.

თამუნა მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოსაც ავრცელებს, რომლითაც ირკვევა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტთან სისხლის კვალია დატოვებული.

პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე. ნაცემი ადამიანი, სავარაუდოდ, წაიყვანეს განყოფილებაში. მთელს რუსთაველზე სისხლია მონთხეული და მთავრდება პოლიციის მანქანებთან. ახლაც სავსეა მოძალადე კრიმპოლით. ფაქტზე დავრეკე 112-ში და ვნახოთ აბა თუ მოვლენ. ნიშანდობლივია 9 აპრილს რუსების მიერ სისხლით მორწყული რუსთაველი. ამჯერად ჩვენი მილიციის მიერ”, – წერს აქციის მონაწილე.

საკანონმდებლო ორგანოსთან სისხლის კვალი “ტვ პირველის” გადამღებმა ჯგუფმაც აღმოაჩინა, თუმცა უცნობია, ვის ეკუთვნის ის.