პოლიციამ, სავარაუდოდ, აქტივისტები – აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძე დააკავა

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პარტია „ახალის“ წევრი ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტი აჩი გოჩიტაშვილი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მათი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აქტივისტ ნენე გაბელიას დაკავებაზეც. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის რუსთაველის გამზირზე დააკავეს.