პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი გაათავისუფლეს, რომელიც მანამდე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გადაკეტილი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა მათ მიმართეს: “რუსებო, რუსებო!”.
სამართალდამცველები გზის გადაკეტვაში მონაწილე მომიტიგეებს ე.წ სამხრე კამერებით იღებდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან
მანიფესტი წაიკითხეს, შემდეგ კი გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. მათ სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ გზა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდნენ. აქციის მონაწილეეები სკანდირებდნენ: “წადი, წადი, ბრძოლა ბოლომდე! საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას”.
აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი ს ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.