პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეები გაიყვანა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა – სავარაუდოდ, დაკავებულია 2 პირი

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
კერძოდ, საავტომობილო გზაზე გადაადგილება მას შემდეგ აღდგა, რაც პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, სავარაუდოდ პოლიციამ ორი პირი დააკავა, ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…