პოლიციამ რუსთაველზე მინიმუმ 1 ადამიანი დააკავა და დაშალა აქცია, რომელიც გზას კეტავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პოლიციამ მინიმუმ ერთი ადამიანი დააკავა, სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით. მანამდე პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია, რომლითაც მომიტინგეები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ.
მოქალაქეები პარლამენტთან აპროტესტებენ წუხელ, აღდგომის ღამეს ორი მომიტინგის, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებას. მათი თქმით, დაკავებულებს არაფერი დაუშავებიათ და პოლიციელებს ეუბნებოდნენ, ქრისტე აღსდგას. ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…