პოლიციამ რუსთაველზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა – შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას აზუსტებს.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულია ყველაზე ცოტა, 4 ადამიანი. საიას ცხელ ხაზზე შესულია ინფორმაცია 5 დაკავებულის შესახებ.
პოლიციის განმარტებით, დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნაზე წინააღმდეგობა გაწიეს.
პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც , ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)