პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელი პროტესტის მონაწილეებისგან გაათავისუფლა – “ქართული ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ

პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან მდგომი მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დილიდან აპროტესტებენ სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ ჩიტაძის ქუჩის გავლით პარლამენტის წინ გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიის დატოვების მითითება, მას შემდეგ მისცეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო დაძლია.
აღნიშნულს მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვაგვარი შეძახილები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“.
ამ დროისთვის, ჩიტაძის ქუჩას სრულად იკავებენ სამართალდამცავები.
მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან გასვლა დაიწყეს.
აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინა მხარეს მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას