პოლიციამ პარლამენტთან „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა.
აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს“.
შსს-ს პრესცენტრი ადასტურებს ამ ეპიზოდში „წიწაკის სპრეისა“ და წყლის ჭავლის გამოყენებას.
„მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას“, = აცხადებს შსს.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პირველ მაისს მორიგი აქცია მიმდინარეობს.
საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო „აგენტების კანონი“. დარჩა მესამე, ფინალური მოსმენა – თარიღი ჯერ დაუზუსტებელია.
პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. თავდაპირველად პოლიცია პარლამენტის ზედა და ქვედა შესასვლელებთან გამაგრდა.
9-ის ნახევრისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“.
პოლიციელები ახლა მხოლოდ პარლამენტის შიდა ეზოს ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები. ამას გარდა, მათი ნაწილი მობილიზებულია პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში