პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობთ, დაკავებული ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
დაკავებული გ.გ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.
ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო