პოლიციამ ნაძალადევის რაიონში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ნაძალადევის რაიონში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის საფუძველზე, მამაკაცმა ბლაგვი საგნით ჭრილობები 4 პირს მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, 1990 წელს დაბადებულ მ.ჩ. – ს, 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ. – ს, 1986 წელს დაბადებულ ს.ჭ. – ს და 1992 წელს დაბადებულ ო.კ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ერთ-ერთ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა გ.მ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.