პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის თანამშრომლებმა, ერთობლივად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „დარიალი“-ს მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – წერია ინფორმაციაში.