პოლიციამ მსვლელობის კიდევ 2 მონაწილე დააკავა – დღევანდელ აქციაზე სულ 3 პირია დაკავებული

სამართალდამცველებმა მსვლელობის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს – სულ დღევანდელ აქციაზე სამი პირია დაკავებული.
პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობა დაასრულეს და აქცია პარლამენტთან გრძელდება.
დღეს აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ორი მიმართულებით გამართეს. თავდაპირველად ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნების შემდეგ, შეკრებილებმა კვლავ გადაწყვიტეს მსვლელობა და ისინი რუსთაველის მეტროს მიმართულებით გაემართათ.
მსვლელობის მონაწილეებს ყველა ლოკაციაზე თან მიჰყვებოდა პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს დაგეგმილი მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში