პოლიციამ მომიტინგეები, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე იდგნენ, ტროტუარზე გადაიყვანა

მომიტინგეების მიერ რუსთაველის გამზირის რამდენიმე წუთით გადაკეტვის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
პოლიციამ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს მოუწოდა, გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან, მომიტინგეები ტროტუარზე გადაიყვანა.
მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათიდან იკრიბებიან, მოგვიანებით კი ცდილობენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, ამ დროისთვის ხუთი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი გედევან ფოფხაძე შიმშილობს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.